საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (BACE)

პროექტი, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის 15 იანვარს, მიზნად ისახავს გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით როგორც ტექნიკური, ისე  აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. პროექტის ხანგრძლივობაა 36 თვე.

 

უშუალოდ თსუ-ში სამუშაო ჯგუფის 1-ის მიერ შემუშავდება 6 თემატური კურსი გლობალური ჯანმრთელობაში,  ხოლო სამუშაო ჯგუფის 2-ის მიერ 3 სასწავლო კურსი გლობალური ჯანმრთელობის კვლევის მეთოდებში. აღნიშნული ახალი სასწავლო კურსები იმპლემენტირებული და შეთავაზებული იქნება როგორ პოსტდიპლომური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფილის (სამაგისტრო და სადოქტორო) პროგრამების სტუდენტებისათვის სავალდებულო  და არჩევითი კურსების სახით, ისე ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამების  სტუდენტებისათვის არჩევითი კურსების სახით.

 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გაივლის სპეციალურ ტრენინგს სწავლების მეთოდებში, ამავე დროს ჰაიდელბერგის და ტრომსოს უნივერსიტეტის პერსონალთან ერთად ისინი ერთობლივად იმუშავებენ ახალი სასწავლო კურსების შემუშავებაზე.  თსუ-ს სამუშაო ჯგუფი 3 მონაწილეობას მიიღებს რეგიონული გლობალური ჯანრთელობის ალიანსის ჩამოყალიბებაში დამფუძნებელი წევრის სახით და შემდგომ ალიანსის მიერ განხორციელებულ აქტივობებში, კერძოდ თსუ-ს წევრების მონაწილეობით 3 წლის განმავლობაში ჩატარდება 5 დღიანი ინტენსიური კურსი და სხვადასხვა კონფერენციები და ვორკშოპები პროფესიონალებისა და სტუდენტებისათვის.

 

პროექტის მონაწილეები:

  • მაია ბიწკინაშვილი (პროექტის კოორდინატორი, ასოც. პროფესორი, დეკანის მოადგილე)
  • მაია ხარატიშვილის (ფინანსური მენეჯერი)

 

სამუშაო ჯგუფი 1

  • ნატა ყაზახაშვილი (პროფესორი)
  • ლაშა ლორია (ასოც. პროფ.)
  • ანა გიგუაშვილი (მოწვეული პედაგოგი)

 

სამუშაო ჯგუფი 2

  • ეკა რუაძე (მოწვეული პედაგოგი)
  • ლიკა სვანაძე (მოწვეული პედაგოგი)

სამუშაო ჯგუფი 3

  • პაატა იმნაძე (პროფესორი)
  • ნინო ჩიხლაძე (პროფესორი)

 

პროექტის კოორდინატორი: ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი (გერმანია)

 

პროექტის მონაწილე ინსტიტუციები:

  • ტრომსოს უნივერსიტეტი (ნორვეგია)
  • ბერგენის უნივერსიტეტი (ნორვეგია)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • საქართველოს უნივერსიტეტი (საქართველო)
  • ბათუმის უნივერსიტეტი (საქართველო)
  • გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი  (საქართველო)
  • ასტანას სამედიცინო უნივერსიტეტი (ყაზახეთი)
  • ალ-ფარაბი ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი (ყაზახეთი)
  • კიევ-მოილას აკადემია (უკრაინა)
  • ტერნოპოლის სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)